A School Trip

A School Trip

Tuesday, May 22, 2012

ექსკურსია ეთნოგრაფიულ მუზეუმში

პროექტის სახელწოდება:  ექსკურსია  ეთნოგრაფიულ  მუზეუმში
პროექტის  მთავარი იდეა (თემა):  მოსწავლეებმა  დაათვალიერონ  თბილისის ეთნოგრაფიული   მუზეუმი, მოიძიონ  მისი  დაარსების  ისტორია ქართულ  და ინგლისურ ენებზე,  შეისწავლონ  არსებული  ინფორმაცია  და გააცნონ ის ამერიკელ მასწავლებელს  უეინ  ჯენსენს, შეისწავლონ  საქართველოს  მხარეებზე  დაწერილი სხვადასხვა  ლექსები,  ადათ - წესები, და წარმოადგინონ პატარა ღონისძიება ეთნოგრაფიული მუზეუმის ამფითეატრში.
პროექტის აქტუალურობა: თანამედროვე კომპიუტერულ სამყაროში აუცილებელია კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება სიახლის მოძიების მიზნით, ამასთანავე აუცილებელია ლიტერატურის კითხვა და ხალხური მარგალიტების შესწავლა, კომპიუტერულმა ტექნოლოგიებმა მოსწავლე უფრო უნდა დააახლოვოს წიგნებს და შეაყვაროს კითხვა, რამდენადაც სართხეშია მოსწავლის ურთიერთობა წიგნთან და კითხვასთან, ამასთანავე ეს ექსკურსია უფრო დააახლოებს მოსწავლეებს მათ ამერიკელ მასწავლებელთან და საინტერესოს გახდის მათ თანამშრომლობას ინგლისური ენის სწავლების საქმეში.
პროექტის მიზნები: შევასწავლოთ მოსწავლეებს საქართველოს კუთხეების ისტორია, შევაყვაროთ კითხვა, ვასაუბროთ ბავშვები ინგლისურ ენაზე ყოფით საკითხებზე სკოლის გარეთ.
მონაწილეთა ასაკი: 11 – 12 წელი. მეხუთე კლასი
ვადები / ხანგრძლივობა:  მარტი - აპრილი
მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: სლაიდები, კედლის გაზეთები, საინფორმაციო საუბრები, უცხო ენაზე საკუთარი აზრის და შეხედულებების გადმოცემის უნარის განვითარება, უცხო ენაზე კომუნიკაციის განვითარება
პროექტისათვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი (Microsoft Office Programs ), პროექტორი, პრინტერი, ბიბლიოთეკა, ფოტოაპარატები, ვიდეო კამერა, ფორმატის ფურცლები, მარკერები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ ინფორმაციას თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმზე, მასთან ახლოს მდებარე კუს ტბაზე,ინგლისური ენის მასწავლებლის დახმარებით შეისწავლიან მას, გააცნობენ ამ ინფორმაციას ამერიკელ მასწავლებელს უეინ ჯენსენს,ამასთანავე ქართულის მასწავლებლის რჩევით მოიძიებენ ბიბლიოთეკაში ლექსებს და ტრადიციებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებზე, შეისწავლიან მას, რათა ექსკურსიის დროს წარმოადგინონ პატარა ღონისძიება. ეთნოგრაფიული მუზეუმის დათვალიერების შემდეგ მოსწავლეები ავლენ კუს ტბაზე, სადაც დაისვენებენ ცოტას და გაერთობიან დატვირთული დღის შემდეგ. საბოლოოდ გაამზადებენ კედლის გაზეთს ექსკურსიის თემატიკასთან დაკავშირებით.
საგნებთან /  საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ლიტერატურა /ინგლისური ენა / ისტ.
ხელმძღვანელის ელ .ფოსტა:   Katemasw2@gmail.com
                                                      
პროექტის ვებ - გვერდი:       katemasw4.blogspot.com